ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №9
2015-03-18

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების კიბერშეტევის გამო, არასაიდუმლო ელექტრონული ფოსტის ნაწილობრივი გამორთვა დაიწყო. გამორთვის მიზანია შეტევის შედეგად ჩანერგილი მავნე პროგრამული კოდების ლიკვიდაცია. მსგავსი ინციდენტი 2014 წლის შემოდგომაზეც მოხდა. სპეციალისტების განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №8
2015-03-11

„Facebook“-მა დაამთავრა „ანონიმური ავთენტიფიკაციის“ ახალ სერვისზე მუშაობა და ადრეული ეტაპის ბეტა ტესტირება დაიწყო. სერვისი „Anonymous Login“ შესაძლებლობას იძლევა სხვის გვერდზე შესვლისას გვერდის მომხმარებლისგან ანონიმურობა შეინარჩუნოს, ამ დროს კი სოციალური ქსელი ჩვეულებრივ აკონტროლებს მომხმარებელთა აქტივობას.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №7
2015-03-04

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქე ევგენი ბოგაჩოვზე (Evgeniy Mikhailovitch Bogachev) ძებნა გამოაცხადა. ძებნილის შეპყრობისთვის ან ინფორმაციისთვის, რაც დაპატიმრებას ხელს შეუწყობს, ჯილდოდ 3 მილიონი დოლარია დაწესებული. მას ბრალად ედება „GameOverZeusbotnet“-ის (მილიონზე მეტი კომპიუტერი დაინფიცირდა) შექმნა, რაც პაროლებთან და საბანკო ანგარიშებთან წვდომის საშუალებას იძლეოდა. ევგენი ბოგაჩოვმა, საერთო ჯამში, 100 მილიონი დოლარით დააზარალა კომპანიები და მეანაბრეები.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №6
2015-02-25

ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტების მონაცემებით კომაპანია “Apple“-სახალი პატენტი არსებულ ბიომეტრიულ ტექნოლოგიას (TouchID) აფართოებს. პატენტისახელწოდებით 'Hinged Portable Electronic Device with Display Circuitry Located in Base' აღწერსთითის ანაბეჭდის სხვადასხვა კუთხით სკანირებას და სპეციალური პროცესორისსაშუალებით მათ შეჯერებას.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №5
2015-02-18

2015 წლის 10 თებერვალს გამომცემლობამ „The Washington Post“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც 2014 წლის ნოემბერში ჩინელმა ჰაკერებმა მოახდინეს ჟურნალ „Forbes“-ის ვებ-საიტის კომპრომეტირება.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №4
2015-02-11

ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია „Avast“-ის სპეციალისტებმა „Android“-ის სამომხმარებლო პროგრამების კატალოგ „Google Play“-ში დაინფიცირებული პროგრამული პროდუქტი აღმოაჩინა. დაინფიცირებულია ცნობილი მწარმოებლების პროგრამები: ბანქოს თამაში „Durak“, „IQ Test“ და „Russian History“.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №3
2015-02-04

ამერიკის ბიზნესის წარმომადგენლობის ჯგუფმა გასულ კვირას მოითხოვა ჩინეთის მთავრობასთან დიალოგი ჩინეთის მხრიდან კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, აღნიშნული ცვლილებები შეეხება ჩინეთის ბანკების მიერ ჩინეთის საზღვრებს გარეთ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს ჩინეთის საზღვრებს გარეთ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის შემოწმებას და მათ უსაფრთხოებაზე კონტროლს.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №2
2015-01-29

პაროლებს რომელიც ინფორმაციის დაცვის ძველი მაგრამ გამოცდილი მეთოდია,გამოუჩნდა კონკურენტი. ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Georgia Institute ofTechnology) მკვლევარებმა შექმნეს კლავიატურა რომელიც არამარტო „ისუფთავებსთავს“, არამედ შეუძლია ამოიცნოს ავტორიზებული მომხმარებელი ბეჭდვის მანერით.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №1
2015-01-23

ესპანეთში ოთხასამდე პოლიციელმა განახორციელა რეიდი თოთხმეტზე მეტ სახლში და დააკავა თერთმეტი პირი. ამოღებულ იქნა ელექტრონული მოწყობილობები - ლეპტოპები, პირადი კომპიუტერები და სხვა. მოსამართლემ მოქალაქეების დაკავების გასამართლებლად, ერთ-ერთ აგრუმენტად გამოიყენა ეჭვმიტანილების მიერ დაშიფრული ელ-ფოსტის გამოყენება.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11