ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №19
2015-06-17

გერმანიაში ჩატარებული „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკას მოუწევს მიმართოს გაცილებით უფრო აგრესიულ ქმედებებს კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამასთან მან არ დააკონკრეტა ვინ დგას ფედერალურ უწყებებზე განხორციელებული ბოლოდროინდელი კიბერშეტევების უკან.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №18
2015-06-03

2015 წლის პირველ ხუთ თვეში ჩინურმა კორპორაციებმა ისრაელის ეკონომიკაში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც შვიდჯერ აღემატება 2014 წლის მონაცემებს. უმხსვილეს ჩინური კორპორაციები Alibaba, Baidu, Fosun და Xiaomi ისრაელში გახსნიან კვლევით და საწარმოო ცენტრებს. მსგავსი ცენტრები ისრაელში უკვე აქვს ისეთ კომპანიებს როგორიცაა Lenovo და Huawei.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №17
2015-06-03

მიმდინარე წლის 26 მაისს ირანის კიბერპოლიციის (FATA) ხელმძღვანელმა, ქამალ ხადიანფარმა (KamalHadianfar) განაცხადა, რომ 21-24 მარტს აშშ-დან (გამოყენებული იყო ამერიკული IP) ირანის ნავთობის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა. კიბერპოლიციის მიერ მიღებული კონტრზომების შედეგად შეტევა უშედეგოდ დასრულდა. ხადიანფარის განაცხადებით, აშშ-ს მთავრობას ინციდენტის თაობაზე ოფიციალური შეტყობინება გაეგზავნა.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №16
2015-05-28

ჩინელი პროფესორის და კიდევ ჩინეთის ხუთი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ. ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ამერიკული კომპანიების მიკროელექტრონიკის ტექნოლოგიების მითვისება.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №15
2015-05-21

Rombertik-ის შედარებისას, მსგავსი დანიშნულების და ფუნქციონალის მქონე სხვა მავნე პროგრამებთან, უსიამოვნო დასკვნამდე მივდივართ. კიბერშპიონაჟისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმის სრულყოფა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტების და სოციალური ინჟინერიის მეთოდების ჩართვა, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის საშიშ მასშტაბებს ღებულობს. მავნე კოდების გავრცელებისთვის სოციალური ინჟინერიის მეთოდების გამოყენება „ადამიანური ფაქტორის“ წინ წამოწევას ნიშნავს და კომპიუტერის მომხმარებლების ფსიქოლოგიური თავისებურებების ალგორითმულ-პროგრამულ რეალიზაციამდე ტექნოლოგიური განვითარების დონე ჯერ კიდევ მიღწეული არ არის.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №14
2015-05-14

ევროკომისიის საგარეო პოლოტიკური სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 2016 წლის 25-26 ივნისის სამიტზე ევროკავშირი უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას განიხილავს. სტრატეგის წინა ვარიანტი, რომელიც ახალი რეალობების გათვალისწინებით მოძველდა, შემუშავებული იქნა 2003 წელს, ხოლო მისი გადახედვა მოხდა 2008 წელს.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №13
2015-05-06

2015 წლის 21-24 აპრილს ესტონეთში ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერსწავლება „Locked Shields 2015“, რომელიც წარმოადგენს ყოველწლიურ, დროის რეალურ მასშტაბში ჩატარებულ, კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის სავარჯიშოებს. წვრთნებში მონაწილეობდა 16 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №12
2015-04-08

კომპანია „Google“–ის 2014 წლის ანგარიშში ანდროიდის მობილური პლატფორმა ყველაზე უფრო დაინფიცირებულ ოპერაციულ სისტემების რიცხვში შევიდა. ანდროიდების საერთო რაოდენობის 1%–ში მავნე კოდია ჩაწერილი. რუსეთი ამ მხრივ უალტერნატივო ლიდერია, რუსეთში ანდროიდ–მოწყობილობების 4% ინფიცირებულია. ანგარიშში ნათქვამია, რომ „Google Play“–დან გადმოწერილი აპლიკაციებიდან დაინფიცირების ალბათობა მინიმალურია და 0.15%–ს არ აღემატება. „Google“ სრული პასუხისმგებლობით უდგება უსაფრთხოების საკითხებს და ინტელექტუალურ და ფულად რესურსებს არ ისურებს სისუსტეების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვითარების კარდინალურ ცვლილებას ვერ ახერხებს.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №11
2015-04-02

ანონიმმა კიბერაქტივისტმა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით „Xrsone“, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“–ს მხარდამჭერი 26 ათასი „Twitter“-ის გვერდი გამოაქვეყნა. ტერორისტების მხარდამჭერი გვერდების იდენტიფიკაცია სპეციალური ალგორითმის საფუძველზე დაწერილი პროგრამის საშუალებით გახდა შესაძლებელი. პროგრამა ტერორისტების პროპაგანდისტული ლოზუნგებიდან ამოღებულ ფრაზებს და საკვანძო სიტყვებს, ე.წ. „დინამიური პროგრამირების ელემენტების“ ალგორითმის საშუალებით, ეძებს „Twitter“-ის გვერდებზე.

ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენი №10
2015-03-25

კიბერთაღლითები FAX-ების მფლობელებს გამომძალველ მავნე კოდს მათთვის კარგად ნაცნობი ანგარიშის (Incoming Fax Report) სახით ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნიან.ელექტრონულ შეტყობინებაზე მიმაგრებული ფაილის გახსნის შედეგად ანტივირუსული კომპანიებისთვის კარგად ნაცნობი გამომძალველი ტროიანი (Trojan.Encoder.514) კომპიუტერში არსებულ მონაცემებს შიფრავს და შიფრის გასაღების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდას სთავაზობს მომხმარებელს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11