შეხვედრა საქართველოში აშშ-ს თავდაცვის ატაშატის წარმომადგენლებთან


2018 წლის 20 ივნისს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აშშ-ს არმიის ატაშეს მაიორ სტივენ ბარტკოვსკის, აშშ-ს თავდაცვის მეკავშირე ოფიცრის ალექს პრაისსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ გიორგი ბესტავაშვილს შორის.
სტუმრები გაეცნენ ბიუროში მიმდინარე არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებს.  ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვის მიმართულებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე, განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტიულ მიმართულებებზე.  ასევე, ამერიკის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა  ბიუროს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების დახმარების აღმოჩენის თაობაზე.