ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ბიუროში


იმდინარე წლის 8 ივნისს კიბერუსაფრთხოების ბიუროს  ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტების წარმომადგენლებეწვივნენ
ვიზიტი განხორციელდა საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის მიხედვით და მიზნად ისახავდა თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. კიბერუსაფრთხოების ბიუროში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო გენერალური შტაბის J6 დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ესტონეთის დელეგაციამ დააფიქსირა მზაობა, სრული მხარდაჭერა გაუწიოს  კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიმდინარე პროექტებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძებების განხორციელების პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის დელეგაციამ, ასევე, გამართა შეხვედრები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებთან  დაიუსტიციის სამინისტროს სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან