სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო


ტრენინგი კიბერუსაფრთხოების თემაზე


 2018 წლის 10 აპრილს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, სერჟანტთა ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის პროგრამის ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდათ ტრენინგი კიბერუსაფრთხოების თემაზე.

თავდაპირველად, აუდიტორიას სიტყვით მიმართა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ. ბიუროს დირექტორმა, საუბრის დროს, მსმენელებს მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა ბიუროს სტრუქტურის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების აქტუალობასა და არსებულ მდგომარეობაზე - როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო  პრაქტიკული სავარჯიშოებს. კიბერუსაფრთხოების წარმომადგენლებმა სერჟანტებს დეტალურად გააცნეს კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეები და მოახდინეს ღია უკაბელო ქსელში მიერთებისას მომხმარებლის მოწყვლადობის დემონსტრირება.