ტრენინგი კიბერუსაფრთხოების თემაზე


2018 წლის 5 აპრილს, თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP) გადასამზადებელი 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლს ჩაუტარდა ტრენინგი კიბერუსაფრთხოების თემაზე.
 
ტრეინინგის დასაწყისში აუდიტორიას სიტყვით მიმართა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ, რომელმაც ისაუბრა კიბერუსაფრთხოების აქტუალობასა და მის მნიშვნელობაზე, არსებულ მდგომარეობაზე - როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ტრენინგის მეორე ნაწილში ბიუროს თანამშრომლებმა აუდიტორიას დეტალურად გააცნეს კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეები და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით მოახდინეს დემონსტრირება თუ რამდენად დაუცველია მომხმარებელი ღია უკაბელო ქსელში მიერთების დროს.