სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო


აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ვიზიტი


2018 წლის 12 მარტს კიბერუსაფრთხოების ბიუროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ჯგუფი ესტუმრა. ხუთ დღიანი ვიზიტი ხორციელდება ამერიკული მხარის მიერ შემუშავებული კიბერთავდაცვის განვითარების ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში.


კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ექსპერტებს მადლობა გადაუხადა  მხარდაჭერისთვის და შემუშავებული რეკომენდაციებისთვის თავდაცვის
სფეროში ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მექანიზმების დახვეწასთან დაკავშირებით.  შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ნატოსთან თავსებადი ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პოლიტიკებისა და სტანდარტების დანერგვას თავდაცვის სფეროში. აღნიშნული ექსპერტები ჩართულები არიან კიბერრეზერვის შექმნის პროცესში როგორც მოსამზადებელი პროგრამის შემუშავებაში, ასევე გამოცდილების გაზიარების კუთხით.

 

ბიუროს დირექტორმა კიბერექსპერტებს გააცნო მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ კიბერსაფრთხეების აღკვეთა-შემცირების პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.