სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო


შეხვედრა საქართელოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან


2018 წლის 2 მარტს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ბატონ როდიონ ქორჩილავას შორის. სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობასა და კიბერთავდაცვის მიმართულებით საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ასევე „რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის სტრატეგიული და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.