კიბერუსაფრთხოების გუნდმა მონაწილეობა მიიღო კიბერსავარჯიშო „პეინტბოლში“


მიმდინარე წლის 14 მარტს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს მიჩიგანის შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კიბერსწავლება „პეინტბოლ“-ში, და აშშ-ს სხვადასხვა შტატების ეროვნული გვარდიის და მათი პარტნიორი ქვეყნების 9 გუნდს შორის საპატიო მესამე ადგილი დაიკავა.
სწავლების სცენარი ითვალისწინებდა როგორც თავდაცვითი, ასევე თავდასხმითი ოპერაციების წარმოებას არასაიდუმლო და ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით.
ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების J6 დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებმა. სწავლებაში ჩართვა განხორციელდა კიბერუსაფრთხოების ბიუროდან.