სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო


ნატოს გენმდივნის თანაშემწის მოადგილეს ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში


მ.წ. 21 თებერვალს კიბერუსაფრხოების ბიუროს ეწვია ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა.
ნატოს დელეგაციას მასპინძლობა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა როდიონ ქორჩილავამ გაუწია. შეხვედრის დროს სტუმრებს ბიუროს ისტორიის, მიზნების, ამოცანების და სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა ასევე, ალიანსსა და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ჯეიმი შეამ, დადებითად შეაფასა ბიუროს მიერ განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო პროექტები. ამასთან, მხარდაჭერა აღუთქვა ბიუროს ნატოს კიბერსწავლებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრში გაწევრიანების საკითხში.
შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ.