სემინარი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში


19-20 დეკემბერს, ბაზალეთის საინფორმაციო ცენტრში სტუდენტებისთვის 2 დღიანი სემინარი ჩატარდა, რომლის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე საკითხებზე. სემინარის მეორე დღე სრულად დაეთმო კიბერუსაფრთხოების ბიუროს. ბიუროს წარმომადგენლებმა მსმენელებს ბიუროს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნეს, ასევე ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე ტენდენციებსა და საქართველოს კიბერსივრცეში არსებულ პოტენციურ საფრთხეებზე. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას ევროინტეგრაციის გზაზე.
ღონისძიება „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“ და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.