სამეცნიერო კონფერენცია „ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო“


14 დეკემბერს, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2 დღიანი სამეცნიერო კონფერენცია „ ტერორიზმის საფრთხეები და საქართველო“ გაიხსნა. კონფერენციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და იუნკერებთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის მსმენელები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ძირითადი თემები სირიის კრიზისი, ტერორიზმის იდეოლოგია, მიგრაციის კრიზისი და ამ მოვლენების ფონზე საქართველოსთვის არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასება იყო. კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბესტავაშვილმა მსმენელებს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები და თანამედროვე ტენდენციები, ასევე კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობა და ქვეყნის კიბერთავდაცვითი პოტენციალი გააცნო.
სამეცნიერო კონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით ტარდება და 15 დეკემბერს დასრულდება.