კიბერუსაფრთხოების ბიუროს ჰელმუტ ჰაბერმაიერი ესტუმრა


10 დეკემბერს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ავსტრიის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი, ავსტრიის შესაძლებლობათა განვითარების დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰელმუტ ჰაბერმაიერი ესტუმრა. ბრიგადის გენერალი ბიუროს სამომავლო გეგმებსა და განვითარების პროექტს გაეცნო. შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად საქართველოსა და ავსტრიის სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავდა.

ჰელმუტ ჰაბერმაიერთან ორმხრივ თანამშრომლობას კიბერუსაფრთოების ბიუროს წარმომადგენელთა ავსტრიაში ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი. 2015 წლის იანვარში, ავსტრიაში პირველად ჩატარდა სწავლება კიბერთავდაცვის სფეროში. კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენელთა ავსტრიაში ვიზიტის მიზანს სწორედ ამ სწავლების შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ჰელმუტ ჰაბერმაიერი საქართველოში გამართულ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის თემაზე საერთაშორისო კონფერენციას (1st CSDP High Level Conference) დაესწრო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.