კიბერუსაფრთხოების ბიურო სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმში ჩაერთო


კიბერუსაფრთხოების ბიურო სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმში ჩაერთო. ფორუმის მიზანს ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და კურსდამთავრებულებს თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკა გააცნეს და ღია კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ამჟამად სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და მის დაქვემდებარებულ ერთეულებში 45 ვაკანსიაა გამოცხადებული. ახალგაზრდები ყველაზე მეტად საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ვაკანსიებით დაინტერესდნენ. ბევრმა მათგანმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს CV-ებიც დაუტოვა, რომელსაც უწყების თანამშრომლები შესაბამის სისტემაში თავად გადაგზავნიან.