GITI 2015


19-20 ნოემბერს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს   ორგანიზებით საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VIII რეგიონული კონფერენცია - GITI 2015 გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იყო. კონფერენციაზე კიბერუსაფროების ბიურომ განხორციელებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმის შესახებ წარმოადგინა პრეზენტაცია.