კიბერრეზერვი საქართველოში


2016 წლიდან თავდაცვის სამინისტრო კიბერრეზერვის პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტის მიზანი კიბერუსაფრთხოების სფეროში გადამზადებული სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული რეზერვის შექმნაა, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სფეროსა და მასში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვასა და გაძლიერებას უზრუნველყოფს.