ტრენინგი „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“


კახეთში, სასტუმროლოპოტა რეზორტშიგენდერის თემაზე ტრენინგი იმართება. „გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოების სექტორში“, - ასე ჰქვია თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითგაეროს ქალთა ორგანიზაციისადაქალთა საინფორმაციო ცენტრისმიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

ტრენინგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე, კიბერუსაფრთხოების ბიუროს, სამხედრო პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.