გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდის ვიზიტი


ამა წლის 29 ნოემბერს კიბერუსაფრთხოების ბიუროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ჯოზეფ ჯერარდი აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

შეხვედრაზე სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროში განხორციელებული რეორგანიზაციის, პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ბიუროს დირექტორმა ამერიკელ გენერალს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და თანადგომისათვის. შეხვედრისას აღინიშნა ბიუროს გუნდის წარმატება ოქტომბრის თვეში მიჩიგანის შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლება “პეინტბოლში“, სადაც 18 გუნდ შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან წარმატებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს ბიუროს საერთაშორისო პროექტებში, კიბერსწავლებებში და ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის წევრობაში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ვიზიტის დეტალები, რომელიც მომავალი წლის I კვარტალში განხორციელდება.