ნატო-ს ძირითადი ჯგუფის და NLO-ს წარმომადგენლების ვიზიტი ბიუროში


2017 წლის 7 სექტემბერს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ვიზიტით ეწვივნენ ნატო-ს ძირითადი ჯგუფის, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები. სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების, ასევე, განხორციელებული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვის მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტიულ მიმართულებებზე. ასევე, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის რესურსების გამოყენებაზე. სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს ბიუროს საქმიანობას და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ ბიუროს განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.