რჩევები სმარტფონის უსაფრთხოების ასამაღლებლად


ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტები თანხმდებიან, რომ დღეისთვის სმარტფონებზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვის პროგრამული უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი რაოდენობის სისუსტეებს შეიცავს და კიბერ-შეტევების ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ სპეციალისტებმა ანტივირუსული პროგრამული უფრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების (Symantec, McAfee, Bitdefender, Kaspersky) რეკომენდაციები „IOS“-ის (სურათის მარცხნენა ნახევარი) და „Android“-ის (სურათის მარჯვენა ნახევარი) სმარტფონების უსაფრთხოდ ფუნქციონირების თაობაზე შეაჯერეს და 10 პუნქტის სახით ჩამოაყალიბეს. გაეცანით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რჩევებს, შეასრულეთ ისინი და თქვენი სმარტფონის უსაფრთხოების ხარისხი ამაღლდება.

    1. დააყენეთ პაროლი (Lockscreen)

    პაროლის დაყენებით შეიზღუდება უცხო პირის წვდომა სმარტფონზე;

    2. დაიცავით აპლიკაციები „PIN“-ის საშუალებით

    დამატებითი უსაფრთხოებისათვის, აპლიკაციებთან წვდომა რომელიც შეიძლება შეიცავდეს პირად ან/და სენსიტიურ ინფორმაციას, შეზღუდეთ პაროლის საშუალებით.

    3. აპლიკაციების (პროგრამები) დაყენება რეკომენდირებულია მხოლოდ „სანდო“ რესურსიდან

    აპლიკაციების გადმოსაწერად გამოიყენეთ მხოლოდ „App Store“, „iOS“-ის შემთხვევაში ან „Play Store“, „Android“-ის შემთხვევაში. უცნობი რესურსებიდან აპლიკაციების გადმოწერისას უსაფრთხოების ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება.

    4. დააყენეთ ანტი-ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა
    5. „Android“-ს გაუთიშეთ „USB Debugging“
    6. გადმოწერეთ და დააინსტალირეთ სმარტფონის დისტანციური მართვის აპლიკაცია

    აპლიკაცია გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს სმარტფონის დისტანციურად მართვის საშუალებას იძლევა.

    7. თუ დასაყენებელი აპლიკაცია არასასურველი უფლებების მინიჭებას ითხოვს, არ გადმოწეროთ და ეძებეთ ეკვივალენტური ფუნქციების მქონე სხვა აპლიკაცია

    „Play Store“-იდან აპლიკაციის ინსტალაციის დროს ყურადღება მიაქციეთ რა უფლებებს (This app has access to) ითხოვს და რამდენად აუცილებელია თქვენთვის.

    8. დააყენეთ განახლებები

    მუდმივად განაახლეთ სისტემა და აპლიკაციები.

    9. კრიპტაცია (დაშიფრვა)

    ა) დამატებითი უსაფრთხოებისათვის, „Android“ სმარტფონში არსებული მონაცემების და ფაილების დასაშიფრად ჩართეთ კრიპტაციის ფუნქცია. ამ დროს მობილური ტელეფონი აუცილებლად იყოს აკუმულიატორის დამუხტვის რეჟიმში, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კრიპტაციის პროცესი ბოლომდე არ დასრულდა, მოხდება სმარტფონში არსებული ინფორმაციის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.

    ბ) „iOS“-ის კრიპტაციის რეჟიმი ირთვება ავტომატურად, თუ პაროლი დაყენებულია.

    10. შექმენით სმარტფონში შენახული მონაცემების სარეზერვო ასლი (Backup)

    გარკვეული პერიოდულობით, მაგალითად თვეში ორჯერ, შექმენით სმარტფონის სარეზერვო ასლი, რაც თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, პირადი ინფორმაციის და ფაილების დაკარგვით გამოწვეულ უსიამოვნებებს