საქართველო კიბერრეზერვს ქმნის


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიბერრეზერვის შექმნის კონცეფციაზე მუშაობს. პირველი გაწვევა 2016 წლის გაზაფხულზე იგეგმება, ზაფხულში კი პირველი სწავლებაა დაგეგმილი.

რეზერვისტის ძირითად ფუნქციებს კიბერსივრცის დაცვა, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებზე ჰაკერული თავდასხმების მოგერიება და კიბერტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.  კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის, ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერრეზერვისთვის კადრებს შეარჩევენ  სამოქალაქო სექტორის წარმოადგნელებიდან, რომლებიც დასაქმებულნი არიან პარლამენტში, ბანკებში, საჯარო სექტორში, სხვადასხვა დიდი ორგანიზაციებსა  და არასამთავრობო სექტორში.

„ დღესდღეობით არცერთი მასიური სამხედრო ოპერაცია არ  მიმდინარეობს კიბერელემენტის გარეშე. ძალიან რთულია ამ ტიპის გამოწვევას მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით გაუმკლავდეს რომელიმე ქვეყანა.  კიბერრეზერვი დაკომპლექტდება IT სფეროს მაღალი დონის სპეციალისტებით სამოქალაქო სექტორიდან,“- განაცხადა ანდრია გოცირიძემ.

რეზერვისტების შერჩევისას ყურადღება მიექცევა არა ფიზიკურ პარამეტრებს, არამედ ინტელექტუალურ კომპონენტს. კიბერრეზერვის რიგების დაკავება შეეძლება ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. შერეჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ სწავლებას: შეისწავლიან, როგორ დაიცვან ქსელი არასანქცირებული წვდომისგან (შეჭრისგან), მოიგერიონ კიბერთავდასხმები და რეაგირება მოახდინონ კრიზისული სიტუაციების დროს. კიბერრეზერვში მონაწილეობა გაიგვივდება სავალდებულო სამხედრო სამსახურთან. პირველი გაქვევა დაგეგმილია 2016 წლის გაზაფხულზე.

საქართველო გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც კიბერარმია ეყოლება. კიბერეზერვის შექმნაში საქართველოს ესტონელი სპეციალისტები დაეხმარებიან. როგორც თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო უნდა პასუხობდეს 21- საუკუნის გამოწვევებს. მინისტრის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში ომმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა, ჯარისკაცები კი ახლა საომარი ფორმისა და იარაღის გარეშე იბრძვიან.

„ დღეს იყო რეზერვში არ ნიშნავს ატარებდე სამხედრო ფორმასა და იარაღს. ასეთი წარმოდგენა მეოცე საუკუნეში დარჩა. ოცდამეერთე საუკუნე ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს. ჰიბრიდული ომის შესახებ უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს. ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ კიბერრეზერვის საპილოტე  სწვალება 2016 წლის ზაფხულში ჩატარდება,“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა. 

წყარო: https://digital.report/gruziya-sozdast-kiberarmiyu/