„ორმაგი ავთენტიფიკაციის“ სერვისი „Facebook“-ის უსაფრთხოებისთვის


„ორმაგი ავთენტიფიკაციის“ მეთოდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაიცვას „Facebook“-ის გვერდი მოპარვის ან გატეხვისგან. სერვისის გააქტიურების შემთხვევაში, ავტორიზაციისთვის სახელის და პაროლის მოთხოვნას ემატება „SMS“-ით მიღებული კოდიც. შედეგად, ბოროტმზრახველის მიერ თქვენი პაროლის მოპოვების შემთხვევაშიც კი მავნე ქმედებას ვეღარ შეძლებს. სერვისის გასააქტიურებლად გთხოვთ ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ქმედებები.

    ნაბიჯი I: Setting (პარამეტრები):

    ნაბიჯი II: Security (უსაფრთხოება):

    ნაბიჯი III: Login Approvals (ავტორიზაციის დადასტურება):

    ნაბიჯი IV: Require a security code to access my account from unknown browsers (მოითხოვეთ უსაფრთხოების კოდი, როდესაც შემოვალ უცხო ბრაუზერიდან.)

    ნაბიჯი V: შეიყვანეთ ერთჯერადი კოდი, რომელსაც მიიღებთ მობილურ ტელეფონზე.

    ნაბიჯი VI: გაეცანით გაფრთხილებას და თქვენი შეხედულებისამებრ მიიღეთ გადაწყვეტილება. ნებისმიერ შემთხვევაში ორმაგი ავთენტიფიკაციის სერვისი გააქტიურდება.

    შემდგომში, ყოველი ახალი მოწყობილობიდან ავტორიზაციის გავლისას, მიიღებთ შეტყობინებას, რომელიც მოგთხოვთ მობილურ ტელეფონზე მოსული ერთჯერადი კოდის შეყვანას.

    იმ შემთხვევაში თუ დაამახსოვრებინებთ (Save Browser / ბრაუსერის შენახვა) კონკრეტულ აპლიკაციას ან/და ბრაუზერს, „Facebook“ ავტომატურად შეინახავს მას როგორც სანდრო (ნაცნობ) მოწყობილობას.

    დამახსოვრებული ბრაუზერების და სხვა აპლიკაციების ნახვა ან/და წაშლა შესაძლებელია ქმედებების შემდეგი თანმიმდევრობით: Setting (პარამეტრები) > Security (უსაფრთხოება) > Your Browsers and Apps