კრიპტოგრაფიულ ტროიანის „CTB-Locker“ გავრცელების ახალი მეთოდი


ინტერნეტ სივრცეში კრიპტოგრაფიული ტროიანის „CBT-Locker“ -ის გავრცელების ახალი მეთოდი გამოჩნდა.გამომძალველები პოპულარული სოციალური ქსელი „Facebook“-ის ადმინისტრატორების ჯგუფის სახელით მომხმარებლებს ელ-ფოსტაზე უგზავნიან ყალბ შეტყობინებას, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მათი „Facebook“-ის გვერდი დაბლოკილია ხელშეკრულების პირობებში შეტანილი ცვლილების გამო და სთხოვენ გადავიდნენ ბმულზე „TermsPolicies.pdf.exe“ რომლის გაშვებითაც ხდება მომხმარებლის გადამისამართება http://ladiezspoy[.]com/ რომელიც შეიცავს საშიშ კრიპტოგრაფიულ ტროიანს „CBT-Locker“.

შეგახსენებთ, რომ “Malwarebytes” -მა გაავრცელა ინფორმაცია მსგავსი ფიშინგური აქციის შესახებ რომელიც ორიენტირებული იყო „Google Chrome“-ის მომხმარებლებზე.

აღნიშნული კრიპტოგრაფიული ტროიანის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ვებ-გვერდზე.

რეკომენდაციები:
• ყურადღებით წაიკითხეთ ელექტრონული წერილები;
• ანტივირუსის მეშვეობით შეამოწმეთ მიბმული ფაილები
• არ გახსნათ ელექტრონულ წერილებზე მიბმული საეჭვო ფაილები;
• არ გადახვიდეთ საეჭვო წერილებში მითითებულ ბმულებზე;
• ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მოახდინეთ მხოლოდ მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან;
• დაინფიცირების შემთხვევაში დამოუკიდებლად არ სცადოთ პრობლემის აღმოფხვრა;
• დაინფიცირების შემთხვევაში კომპიუტერიდან არ წაშალოთ ფაილები;
• დაინფიცირების შემთხვევაში მოგვმართეთ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ცხელ ხაზზე.