გაფრთხილება ! გადაამოწმეთ, კიბერკრიმინალებმა ხომ არ მოიპარეს თქვენი პაროლები



უცნობმა ჰაკერმა სახელწოდებით Peace, პოპულარული სოციალური ქსელები „გატეხა“ და მომხმარებლების მონაცემთა ბაზები (მომხმარებლის სახელი გვარი, ელ. ფოსტა, ადგილმდებარეობა და მობილური ტელეფონის ნომერი) გასაყიდად შავ ვებ-ბაზარზე განათავსა.

კომპრომეტირებული ვებ-რესურსები:

1.      www.vk.com 100 მილიონი მომხმარებელი

2.      www.linkiden.com 167 მილიონი მომხმარებელი

3.      www.tumblr.com  65,469,298 მილიონი მომხმარებელი

4.      www.myspace.com 427 მილიონი მომხმარებელი  

იმ შემთხვევაში თუ ხართ რომელიმე აღნიშნული სერვისის მომხმარებელი, შესაძლოა თქვენი პერსონალური მონაცემები აღმოჩნდეს მოპარულ ბაზებში.  კიბერუსაფრთხოების ბიურო გირჩევთ, გადაამოწმოთ, კომპრომეტირებულია თუ არა თქვენი ანგარიშები (იხილეთ ქვემოთ).

კომპრომეტირებული ანგარიშის გადამოწმების წესი

ნაბიჯი 1

გადადით ბმულზე https://www.leakedsource.com/main/

ნაბიჯი 2
მითითებულ გრაფაში ჩაწერეთ username, IP მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, სახელი და გვარი ან ტელეფონის ნომერი (მენიუში ამორჩეული მოთხოვნის მიხედვით)



ნაბიჯი 3

ძებნის შედეგად თქვენ იხილავთ არის თუ არა ანგარიში კომპრომეტირებული მაგალითად:

VK.com has: 1 result(s) found. This data was hacked on approximately 0000-00-00 00:00:00 
Fling.com has: 1 result(s) found. This data was hacked on approximately 0000-00-00 00:00:00 

ძებნის შედეგად VK.com და Fling.com ანგარიშების გატეხვა დადასტურდა.

           

კომპრომეტირების დადასტურების შემთხვევაში სასწრაფოდ შეცვალეთ ანგარიშების და ელ. ფოსტის პაროლები.