ყოველწლიური კიბერსწავლება „პეინტბალი“


მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს მიჩიგანის შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კიბერსწავლება „პეინტბოლ“-ში, და აშშ-ს სხვადასხვა შტატების ეროვნული გვარდიის და მათი პარტნიორი ქვეყნების 14 გუნდს შორის საპატიო მეორე ადგილი დაიკავა. სწავლების სცენარი ითვალისწინებდა როგორც თავდაცვითი, ასევე თავდასხმითი ოპერაციების წარმოებას არასაიდუმლო და ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით.
ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენელმა. სწავლებაში ჩართვა განხორციელდა კიბერუსაფრთხოების ბიუროდან.