Cyber Range 2018


2018 წლის 24-28 სექტემბერს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კიბერსავარჯიშო ,,Cyber Range” (CRX). სავარჯიშო ტექნიკური კიბერწვრთნაა, რომელიც ხორციელდება ე.წ. წითელი (შემტევი) და ლურჯი (თავდაცვითი) ჯგუფების მონაწილეობით და რეალური კიბერშეტევების და მათზე რეაგირების მოდელირებას ახდენს.

,,Cyber Range” ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრის (CCDCoE) მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერსწავლების, ,,Locked Shields”-ის ანალოგია.