შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილესთან


მ.წ. 4 ივლისს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილესთან ქ-ნ პირიტ პიკერთან. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ბიუროს საქმიანობასთან გაცნობას. სტუმარს მიეწოდა ინფორმაცია ბიუროს მიზნებისა და ამოცანების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების სტატუსს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენლები. ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ბიუროს  საქმიანობა და მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭოროს ბიუროს დასახული მიზნების განხორციელებაში.