აშშ-ს არმიის ატაშეს ვიზიტი ბიუროში


2018 წლის 1 თებერვალს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში აშშ- არმიის ატაშეს მაიორ სტივენ ბარტკოვსკის და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ბატონ როდიონ ქორჩილავას შორის
სტუმარს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების, ასევე, განხორციელებული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვის მიმართულებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე, განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტიულ მიმართულებებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს .. მარტის თვეში დაგეგმილი აშშ- ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ვიზიტის დეტალები.