კიბერსავარჯიშო "CYBER-EXE 2017"


ამა წლის 15 დეკემბერს კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კიბერსავარჯიშოში „CYBER-EXE 2017“. სწავლებაში საჯარო და კერძო სექტორის IT სამსახურების 20-დე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების დაწყებამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს უფროსმა ნიკა გაგნიძემ, სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილემ გიორგი ბესტავაშვილმა და კომპანია “Huawei”-ს წარმომადგენელმა.

“CYBER-EXE 2017” უკვე მეოთხედ იმართება საქართველოში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევებისგან ვირტუალური სივრცის დაცვისთვის.

მსგავსი სავარჯიშოები ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის.