ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრა


მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოადგილემ ბატონმა გიორგი ბესტავაშვილმა მონაწილეობა მიიღო სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტის მიერ ორგანიზებულ ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრაში „ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის მსმენელებს წარედგინათ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობის, პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.