ელექტრონული ფოსტის პაროლის მითვისების მიზნით თაღლითები ფიშინგის ახალ მეთოდს იყენებენ





ანტივირუსული კომპანია
“Symantec”-ის სპეციალისტები “Gmail”-ის, „Hotmail“-ის, „Microsoft Outlook“-ის და „Yahoo Mail“-ის მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ინტერნეტ სივრცეში დაფიქსირდა ფიშინგის (Phishing) ახალი თაღლითური მეთოდი, რომელიც იყენებს სოციალურ ინჟინერიას.
კიბერშეტევის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ მსხვერპლის ელექტრონული ფოსტის მისამართის და მობილური ტელეფონის ნომერის ცოდნა.
თაღლითობის სცენარი შემდეგნაირია: ჰაკერი იწყებს პაროლის აღდგენის სტანდარტულ პროცედურას. „მსხვერპლი“ SMS-შეტყობინების სახით ღებულობს კოდს მობილურ ტელეფონზე.  თაღლითი მყისიერად უგზავნის „მსხვერპლს“ SMS-შეტყობინებას,   სადაც წერია რომ მის ელექტრონულ ფოსტაზე შემჩნეულია საეჭვო აქტივობა და დაუყონებლივ გადმოაგზავნოს მიღებული კოდი. კოდის საშუალებით თაღლითი ცვლის პაროლს, შედეგად მომხმარებელი კარგავს წვდომას თავის საფოსტო ყუთთან.
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ, რადგან საფოსტო სერვისები არასდროს არ ითხოვენ კოდის უკან გადაგზავნას SMS-შეტყობინების სახით.