ტელე და ფოტო გადაღებების დროს წამოჭრილი საფრთხეები


სამუშაო ადგილზე ტელე და ფოტო გადაღების დროს პერსონალური და სამსახურებრივი ინფორმაციის კადრში მოხვედრის საფრთხე საკმაოდ დიდია, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს.

დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამის ავღანეთში გამართული ფოტო სესიის დროს კადრში მოხვდა ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელი და პაროლი.


ტელეკომპანია TV5 Monde-ს რეპორტიორთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ფონზე გამოჩნდა კომპანიის Twitter, Instagram и YouTube–ს მომხმარებლის სახელი და პაროლი.

 

იგივე არხის ქსელის მომხმარებლის სახელი და პაროლი გამოჩდა სხვა რეპორტაჟშიც. აღნიშნულმა შემთხვევებმა გამოიწვია ტელეკომპანიის ქსელზე კიბერშეტევა.

ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს ერთ-ერთი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ მიმართული სარეკლამო კამპანიის დროს სააშკარაოზე გამოიტანა საკუთარი სოციალური დაზღვევის ნომერი, რაც გამოიყენეს კიბერდამნაშავეებმა და აღნიშნული მონაცემების გამოყენებით მიიღეს კრედიტი 500 აშშ დოლარის ოდენობით.