აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალი წარმომადგენლობის ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში


2017 წლის 15 აგვისტოს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ წარმომადგენლებსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ბატონ როდიონ ქორჩილავას შორის.   სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობისა და სამომავლო გეგმების, ასევე, განხორციელებული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვის მიმართულებით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობაზე, განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტიულ მიმართულებებზე. მხარეებმა განიხილეს ა.წ. შემოდგომაზე დაგეგმილი აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ვიზიტის დეტალები.   აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალმა უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ მაიერსმა ხაზგასმით აღნიშნა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ბიუროს განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.   შეხვედრის ბოლოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ბატონმა როდიონ ქორჩილავამ აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილეს, მაიორ გარეტ ტროტს, რომელმაც დაასრულა თავისი მისია საქართველოში, მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.