ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ვიზიტი კიბერუსაფრთხოების ბიუროში.


2017 წლის 28 თებერვალიდან 3 მარტის ჩათვლით კიბერუსაფრთხოების ბიუროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის კიბერექსპერტების ჯგუფი ესტუმრა. ოთხ დღიანი ვიზიტი განხორციელდა ამერიკული მხარის მიერ შემუშავებული კიბერთავდაცვის განვითარების ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომლის მიზანი კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების ეტაპობრივად საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაა.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ექსპერტებს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობის და მხარდაჭერისთვის, გააცნო მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები და აღნიშნა, რომ კიბერსაფრთხეების აღკვეთა-შემცირების პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს ბიუროს IT სპეციალისტების საქმიანობას და ბიუროში მიმდინარე რეფორმების პროცესს. მომზადდა და გაიცა რეკომენდაციები თავდაცვის სფეროში ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მექანიზმების დახვეწასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე.