FAX-ების მფლობელები ყალბი ელექტრონული წერილით გამომძალველ მავნე კოდს ღებულობენ


კიბერთაღლითები FAX-ების მფლობელებს გამომძალველ მავნე კოდს მათთვის კარგად ნაცნობი ანგარიშის (Incoming Fax Report) სახით ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნიან. ელექტრონულ შეტყობინებაზე მიმაგრებული ფაილის გახსნის შედეგად ანტივირუსული კომპანიებისთვის კარგად ნაცნობი გამომძალველი ტროიანი (Trojan.Encoder.514) კომპიუტერში არსებულ მონაცემებს შიფრავს და შიფრის გასაღების სანაცვლოდ გარკვეული თანხის გადახდას სთავაზობს მომხმარებელს.

ანტივირუსული კომპანია „Dr.Web“-ის სპეციალისტების აზრით, FAX-ების მფლობელებისთვის ანგარიში „Incoming Fax Report“ იმდენად პოპულარულია, რომ ტროიანის გავრცელების მასშტაბი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. ერთადერთი რჩევა იმისთვის, რომ FAX-ის მფლობელი კიბერთაღლითობის მსხვერპლი არ გახდეს - არ ჩამოიტვირთოს ელექტრონულ წერილზე მიმაგრებული ფაილი.