ესტონეთის სამხედრო ატაშის, ვიცე-პოლკოვნიკ კულდარ კესკულას ვიზიტი


2017 წლის 3 თებერვალს კიბერუსაფრთხოების ბიუროში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ესტონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ კულდარ კესკულასა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორ ბატონ როდიონ ქორჩილავას შორის.

სტუმარს მიეწოდა ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვის მიმართულებით ესტონეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე, განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტიულ მიმართულებებზე. ესტონეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ბიუროს განვითარებისა და გაძლიერების პროცესს.

შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.