აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაციის ვიზიტი


30 ნოემბერს კიბერუსაფრთხოების ბიუროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ ჯერარდი აშშ-ს ატაშატისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია ბიუროს ფუნქციების, ამოცანების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
აშშ-ს მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს ბიუროს საერთაშორისო პროექტებში და აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის კიბერ ექსპერტების ვიზიტი საქართველოში მომავალი წლის I კვარტალში განხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.