კანადელი პროფესორი კიბერუსაფრთხოების ბიუროში


დღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორი სვეტლანა მატვიენკო ეწვია. პროფესორი მატვიენკო უკრაინასა და საქართველოში ატარებს საველე კვლევას წიგნისათვის, რომელიც ინტერნეტ ინფორმაციის ასპექტებს, კიბერომსა და საზოგადოებაზე მის გავლენას შეეხება.

შეხვედრაზე სტუმარი გაეცნო კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობას, განხილულ იქნა ესტონეთში, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტებში კიბერკომპონენტის გამოყენების სპეციფიკა.