გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები კიბერშეტევების მოდელირებას ჩაატარებენ


BBC-ს ცნობით მიმდინარე წლის 16 იანვარს გაიმართა შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ დევიდ ქემერონსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად განხილულ იქნა საკითხი „ონლაინ“ კრიმინალების წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვის შესახებ. შეხვედრაზე საუბარი გაიმართა “კიბერშეტევების მოდელირებაზე”, რომლის ინსცენირებაც გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერთობლივად იგეგმება. „Downing Street“-ის განცხადებით მიმდინარე წელს ინსცენირებული თავდასხმა ფინანსურ სექტორზე განხორციელდება. პირველ საბრძოლო მოდელირებაში ჩაერთვება „Bank of England“ და სხვა კომერციული ბანკები, რომელთა სამიზნე იქნება „City of London” (ლონდონის საქმიანი რაიონი) და „Wall Street“ (ამერიკის საფინანსო ცენტრი), რასაც მოჰყვება სხვა სავარჯიშოები კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის მდგრადობის შესამოწმებლად. ეს იქნება გაერთიანებული სამეფოს სხვა ქვეყანასთან ამ ფორმით ურთიერთობის პირველი შემთხვევა, რომელიც მიზნად ისახავს საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაცვლის ციკლის გაუმჯობესებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, ასევე პირადი მონაცემების და ფინანსური აქტივების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას.

წყარო