მისია

  

  კიბერუსაფრთხოების ბიუროს მისიაა თავდაცვის სფეროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში შექმნას ინფორმაციული უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ნებისმიერი კიბერთავდასხმის ან/და კომპიუტერული   უსაფრთხოების ინციდენტების საზიანო შედეგები მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ხოლო ასეთი ქმედებების განხორციელების შემდეგ უმოკლეს დროში გახდება შესაძლებელი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის   ფუნქციონირების სრული აღდგენა.

  

  ბიურო მოწოდებულია ინფორმაციული უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვით, თანამშრომელთა კიბერცნობიერების ამაღლებითა და კიბერშესაძლებლობების გაძლიერებით გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური   ორგანიზაციების კიბერსტრუქტურების ღირსეული პარტნიორი და საერთაშორისო კიბერსწავლებების აქტიური მონაწილე.

  დევიზი: “მაღალი კიბერცნობიერება საუკეთესო კიბერთავდაცვაა”