სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო

ადგილობრივი თანამშრომლობა

უწყებათშორისი თანამშრომლობა

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ასპექტია საერთო მხარდაჭერა - კერძო სექტორთან თანამშრომლობა და უწყებათაშორისი კოორდინაცია. უწყებათშორის თანამშრომლობის ფარგლებში, სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიურო, აქტიურად თანამშრომლობს სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულის სამმართველოსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან.

2015-2016 წლებში, უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ეროვნული დონის კიბერსავარჯიშო “Cyber Exe“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო სექტორის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა.

სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროს გაფორმებული აქვს მემორანდუმები სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან, სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან, ა(ა)იპ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან, ააიპ ინტერნეტის განვითარების ინიციატივასთან და შპს კვირასთან.

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმის მიზანია თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ემსახურება მხარეების კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებში აქტიურ თანამშრომლობას.

ა(ა)იპ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების კუთხით მხარეთა თანამშრომლობას.

ააიპ ინტერნეტის განვითარების ინიციატივასთან დადებული მემორანდუმი მიზნად ისახავს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეების კვლევას და ანალიზს, კიბერუსაფრთხოების სტანდარტების განვითარების ხელშეწყობასა და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობას.

შპს კვირასთან გაფორმებული მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დაინტერესების გაზრდა, მოძიებული ან/და ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, საქართველოსა და მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროს სიახლეებისა და ტენდეციების გაშუქება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება.