სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო

საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა

მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კიბერშესაძლებლობების ეფექტურად განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში.

ამ კუთხით აღსანიშნავია ბიუროს ჩართულობა ნატოს „გონივრული თავდაცვის“ 2 პროექტში:

• მრავალეროვნული მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა MN MISP;

• მრავალეროვნული კიბერთავდაცვის საგანმანათლებლო და ტრეინინგ პროგრამა MN CD E&T.

MISP-ის პროექტი ემსახურება საფრთხეების და მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლით, NATO-ს წევრი ქვეყნების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მავნე კოდების შესახებ ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა ითვალისწინებს კონტენტის გარეშე, კიბერინციდენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო მიმოცვლას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან. პროექტის წამყვანი ქვეყანაა ბელგია.

მრავალეროვნული კიბერთავდაცვის საგანმანათლებლო და ტრენინგ პროგრამის MN CD E&T ძირითადი მიზანია ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნას საერთო საგანმანათლებლო და ტრენინგების პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების ზრდას და ნატოსთან თავსებადობას ამაღლებას. გონივრული თავდაცვის MNCD E&T ფარგლებში ქვეყნებს შეუძლია წარმოადგინონ საკუთრი ხედვები და საჭიროებები, რის საფუძველზეც მოხდება პროგრამების ჩამოყალიბება და რომლის შემდგომი გამოყენებაც მოხდება ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მიერ. პროექტის წამყვანი ქვეყანაა პორტუგალია.

თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან

საქართველო-ესტონეთი

კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება უცხოელ პარტნიორებთან. ამ კუთხით აღსანიშნავია ესტონურ მხარესთან თანამშრომლობა, როგორც ერთერთ მოწინავე ქვეყანასთან კიბერსფეროში.

საქართველო-ესტონეთის ურთიერთობა კიბერუსაფრთხოების სფეროში დაიწყო 2013 წელს. საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის (NLO) მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა ესტონელი ექსპერტის მონაწილეობით შეისწავლა უწყებაში არსებული სიტუაცია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. შედეგად, შეიქმნა დოკუმენტი „განვითარების გეგმა“ (“Roadmap”), რომელიც ბიუროს დაარსების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენდა.

ესტონურმა მხარემ სპეციალურად საქართველოსთვის შეიმუშავა ტრენინგების სერია კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და კიბერშესაძლებლობების განვითარების მიზნით, რომლის ფარგლებში ხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის თანამშრომელთა გადამზადება.

ესტონური მხარე წარმოადგენს სპონსორ ქვეყანას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. აქტივოვების ეფექტური აღსრულებისათვის, გამოყოფილ იქნა ექსპერტი, რომელიც კიბერუსაფრთხოების ბიუროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხელს უწყობს თავდაცვის სფეროს კიბერუსაფრთხოების განვითარებას.

საქართველო-აშშ

კიბერუსაფრთხოების ბიუროს და აშშ-ს მხარეს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, 2015 წლიდან დაიწყო. კერძოდ, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა თავდაცვის სფეროს კიბერუსაფრხოებისათვის საჭირო პროგრამული და ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვის პროექტს, რომელიც ხორციელდება FMF (Foreign Military Financed program) პროექტის ფარგლებში თავდაცვის სფეროში ოფისის (ODC) მხარდაჭერით. აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების განვითარების ხუთ წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია აშშ-სა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმზე და ითვალისწინებს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების განვითარებას ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების, სემინარებისა და სწავლებების ჩატარების, გამოცდილების გაზიარებისა და საჭირო პროგრამული და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფის გზით.

საქართველო-ლიტვა

ბიუროს წარმომადგენლებმა 2017 წლის აპრილის თვეში ლიტვის გუნდის შემადგენლობაში მიიღეს მონაწილეობა ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ მაშტაბურ კიბერსწავლებაში Locked Shields 2017. სწავლება წარმოადგენს ყოველწლიურ, დროის რეალურ მასშტაბში ჩატარებულ კრიტიკული ინფორმაციული სისტემების, ქსელების და სერვისების დაცვის მასშტაბურ სავარჯიშოს, რომელიც ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის სასწავლო ცენტრის (NATO CCDCOE) ორგანიზებით ტარდება 2010 წლიდან. ბიურომ 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით, ხოლო 2017 წელს ლიტვის მხარის დახმარებით, შეეძლო პრაქტიკულად ჩართულიყო სწავლებაში.

აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია ბიუროს წარმომადგენლებისთვის, რადგან იგი საკუთარი შესაძლებლობების შემოწმებასა და კიბერსფეროში პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულად მუშაობის საშუალებას იძლევა.

კიბერუსაფრთხოების ბიურო ასევე, აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის მხარესთან, უკრაინასთან, თურქეთთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. სამომავლოდ დაგეგმილია ევროკავშირისა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის

დამყარება.